Sunday, June 7, 2009

ყველაფერი სიხარულით მღერის!


ქუთაისის 32 -ე საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებები და აქციები გაიმართა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი 1 ივნისს ლამაზი ღონისძიებით გამოეხმაურა. 

«ყველა ბავშვი და ყველა ზღაპარი...» ასე ერქვა მხატვრულ კომპოზიხიას, რომელიც მე-5 კლასელებმა შესანიშნავად წარმოგვიდგინეს სკოლის სააქტო დარბაზში.

რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. ლექსი, სიმღერა, ცეკვა, მინიატურა ... ლამაზად და ორგანიზებულად ენაცვლებოდა ერთმანეთს.

ბედნიერებაა, როცა ამდენ  ნიჭიერ, გალაღებულ, ლამაზ ბავშვს ხედავ ერთად.

ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მშობლები, დირექცია და მოწვეული სტუმრები.  დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცა. 

ანა, გიორგი, თათია


ღონისძიება გახსნა გიორგი ბერაძემ, ანა სამანიშვილმა და თათია ტყეშელაშვილმა. ისინი ულოცავენ ბავშვებს ზაფხულის დადგომასა და ბავშვთა საერთაშორისო დრეს 1 ივნისს.

მზე _ თამარ თადუმაძე


«მზე დღეს დავთმობ ცის კაბადონს

და მოვდივარ სითბოდ, ლოცვად,

მოვდივარ და ბავშვთა დაცვის 

დღეს სხივებით მოგილოცავთ»   :)) 

დათო წერეთელი, გოგა კაცაძე, ნოდარი ოქრომჭედლიძე


პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა, მაგრამ ნეტა ვისგან უნდა დაგვიცვან? ჩვენ თვითონაც მშვენივრად დავიცავთ თავს ;))

უფლებების დამცველი _ თამარი და ქრისტინე


«დედებო და მამებო, ბებიებო პაპებო,

ბავშვებსაც აქვთ თურმე ოცნებები... »

თორნიკე ფარჯიანი, ნინო ურუშაძე, თინიკო ფახურიძე, ნანა შალამბერიძე, გოგა კაცაძე




ი კ




                             



                                                                                      

ნათია ბიჭიაშვილი


წვიმს, წვიმს, წვიმა მოდის, 

წკაპი- წკაპი, წკაპუნა...