Sunday, June 7, 2009

ყველაფერი სიხარულით მღერის!


ქუთაისის 32 -ე საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებები და აქციები გაიმართა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი 1 ივნისს ლამაზი ღონისძიებით გამოეხმაურა. 

«ყველა ბავშვი და ყველა ზღაპარი...» ასე ერქვა მხატვრულ კომპოზიხიას, რომელიც მე-5 კლასელებმა შესანიშნავად წარმოგვიდგინეს სკოლის სააქტო დარბაზში.

რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. ლექსი, სიმღერა, ცეკვა, მინიატურა ... ლამაზად და ორგანიზებულად ენაცვლებოდა ერთმანეთს.

ბედნიერებაა, როცა ამდენ  ნიჭიერ, გალაღებულ, ლამაზ ბავშვს ხედავ ერთად.

ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მშობლები, დირექცია და მოწვეული სტუმრები.  დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცა. 

No comments:

Post a Comment